აჭარაში 1000 ფერმერს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. პროექტი მოქალაქეებმა „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში წარადგინეს. ანუ თავად აირჩიეს, რისი შეძენა უფრო სჭირდებოდათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ფერმერები და აგრომეწარმეები დანადგარის ღირებულების მხოლოდ 30%-ს გადაიხდიან. მოტოკულტივატორის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 5 აგვისტოს დასრულდება.
მოტობლოკი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის თითქმის განუყრელი ატრიბუტია,რადგან შესაძლებელი ხდება რამდენიმე თვის სამუშაო 1 კვირაში გააკეთო.