რესტორნები საათობრივი შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ

297

რესტორნები საათობრივი შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ზღვისპირა ქალაქში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. როგორც ქუჩებში, ისე პლაჟზე და კვების ობიექტებში უკვე ხალხმრავლობა შეინიშნება. ეპიდემილოგები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კორონავირუსთან გათამამება არ შეიძლება, შესაბამისად კვლავ ძალაშია გარკვეული რეგულაციები, პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე. სწორედ 12 საათის შემდეგ ეპიდვითარების სტაბილურობის მიზნით ეკრძალებათ კვების ობიექტებს მუშაობა, რაც, როგორც სექტორში ამბობენ, დამაბრკოლებელი ფაქტორიცაა.