ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი, დავით ტაბატაძე ახალციხეში „ქართული ოცნების“ შტაბში აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახე სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ადმინისატრაციული რესურსის გამოყენებას ექნება ადგილი. პრობლემა მდგომაროებს იმაში, რომ ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელი, რომელიც წესით აპოლიტიკურია, არ უნდა ინიშნებოდეს პოლიტიკურად აქტიურ თანამდებობაზე,“, – ამბობს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გახშირდა, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყნებისთვის ემზადება.
დავით ტაბატაძე იურისტის მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებს არ აპირებს.
„დიახ, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პარალელურად, ვარ ააიპ-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ადმინისტრაციული რესურსი არასდროს გამოგვიყენებია და არც გამოვიყენებ. საიდან ებადებათ ასეთი განცდა“,- ამბობს იგი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, ამ ეტაპზე იცნობია არჩევნების ჩატარების თარიღი.