მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და  მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქობულეთის საგუშაგოებზე II ქვეითი ბრიგადის მეთაური, იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ზუსტად ერთ თვეში - 9 მარტიდან 9 აპრილამდე უკვე 4 მუნიციპალიტეტის მერმა თქვა დაკავებულ თანამდებობაზე უარი: გუშინ, 8 აპრილს, ქუთაისის მერი გადადგა, 5 აპრილს - ონის მუნიციპალიტეტის მერი, 1 აპრილს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, 9 მარტს - კასპის მუნიციპალიტეტის მერი. ყველა მათგანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით არჩეული მერი იყო. 2017 წელს არჩეული 64 მერიდან 10...
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტი დღეს მოეწყო, გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ და არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე...
ზუგდიდში, გულუას პარკთან ხმაური იყო. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო გარევაჭრობის ჯიხურების დემონტაჟი, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.  საჭირო გახდა სამართალდამცველების ჩარევა. მოვაჭრეების განცხადებით, მართალია, მერიამ ისინი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა, თუმცა, გარკვეულ დროს ითხოვენ. მოვაჭრეები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სესხით ნაყიდი მალფუჭებადი პროდუქტები აქვთ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების...
დღეს ქუთაისის საკრებულომ მე-12 რიგგარეშე სხდომაზე გიორგი ჭიღვარიას განცხადება ქუთაისის მერის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე ცნობად მიიღო. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 8 აპრილს გააკეთა. ქალაქის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ჭიღვარიას გაწეული საქმიანობისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უშუალოდ მის მიერ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი,...
ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად,  რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი პროექტები,-  აცხადებს დავით ერემეიშვილი, რომელიც დეღეიდან ოფიციალურად  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  ქალაქის მერიის ფეისბუკ გვერზე გამოქვეყნებულ წერილში დავით ერემეიშვილი  ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ჭიღვარიას მადლობა უხდის გაწეული საქმიანობისათვის და  მიმოიხილავს   2017 წლიდან ქალაქში განხორციელებულ და ასევე  დაგეგმილ პროექტებს. "როგორც ცნობილია, 8 აპრილს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ნოემბრიდან ,...
video
გურჯაანის აგრარული ბაზარი შესაძლოა რამდენიმე თვე არ გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ გურჯაანი ავრცელებს.  ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის ინფორმაციით, სანამ ბაზრის მთლიან ტერიტორიას რეაბილიტაცია სრულად არ ჩაუტარდება, გახსნის უფლება აღარ ექნებათ. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო კი მშენებლობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეც გაიწელოს. რაც შეეხება ცოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, ბაზარს დღეში 3-ჯერ უტარდებოდა დეზინფექცია. მოვაჭრეები მკაცრად იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ახალი კორონა ვირუსის...
აზერბაიჯანულმა მხარემ ქვემო ქართლის რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის 600 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი გადასცა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.  პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთებისა და პროდუქტების გადაცემა დღეს მარნეულის მთავარ ბლოკპოსტთან მოხდა, სადაც აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მხარეებმა რეგიონის წითელ ზონებად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ...
მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტში ჩარჩენილი ადამიანები რაიონს დღეს დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ადგილობრივები არ არიან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაშინ დარჩნენ, როდესაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საპატრულო პოლიციის თანხლებით დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გაიყვანენ. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან მას შემდეგ, რაც მარნეულს...
რუსეთის საზღვარი, რომელიც დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ემიჯნება, 1 მაისამდე იქნება ჩაკეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. როკის გვირაბით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლია, ვისაც ცხინვალის რეგიონში დაბრუნება სურს. ბიბილოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანებმა გამშვებ პუნქტს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე უნდა მიაკითხონ. ამასთანავე, დეფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულნი არიან 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ. დღეს, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანამდე ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე ხაშურის მერიამ 1,2 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის მაისიდან დაიწყება და 6 თვეში დამთავრდება. საუბარია 3 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ერთმანეთს ორ სოფელს - ბროლოსანსა და ჩორჩანას აკავშირებს. ბროლოსნადმე გზის მოასფალტება 2019 წელს დასრულდა. ჩორჩანა ის სოფელია, რომლის სიახლოვეს 2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს შს...
დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს. მათი ცნობით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული. დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის პოსტიდან გიორგი ჭიღვარიას გადადგომის ფაქტს ეხმიანება. საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ონლაინკონსულტაციის შედეგად მიიღო. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერის მაღალი მოტივაცია აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა 2020 წელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, არ ქმნიდა ეჭვს, რომ ის “საკუთარი” გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას. საბჭო დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს მერის მხრიდან როგორც გადადგომის მიზეზის...
პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ქუთაისის მერია სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტს არ გამოყოფს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წინა წლებში მერია ორი დღის განმვლობაში მოსახლეობას ტრანსპორტით უფასო მომსახურბას სთავაზობდა. 30 მარტიდან მას შემდეგ, რაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა არც საქალაქთაშორის ტრანსპორტი და არც შიდა საქალაქო ტრანსპორტი მუშაობს. წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 19 აპრილს აღინიშნება. საქართველოს მთავრობამ  "კოვიდ 19" –ის  გავრცელების...
კასპშიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები 70 ლარის ღირებულების სააღდგომო პაკეტს მიიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამსახურის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, აღნიშნულ პაკეტს 366 ოჯახი მიიღებს. სამსახურის უფროსის, დალი დავითაშვილის ცნობით, სიები მერიას დევნილთა სამინისტროდან მიაწოდეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 600 ლარი გამოიყო. პაკეტში შედის: 1. პასკა - 1 კგ 2. კვერცხი - 30ც 3. ქათამი -...
გორის მერიაში, ორი სტადიონის მშენებლობის პროექტის შედგენაზე მუშაობენ, რომელიც ჭალის დასახლებაში უნდა განხორციელდეს. თითოეულ სტადიონს 4-იარუსიანი გადახურული ტრიბუნა ექნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  ტრიბუნები 200-დან 400 კაცამდე იქნება გათვლილი. სტადიონებთან განთავსდება განათების 6 დგარი, 16 LED სანათით, თითო მინდორი არანაკლებ 400 ლუქსით აღიჭურვება. ჯამში ეს პროექტი 3,7 მლნ ლარი ეღირება. მაკეტის შესადგენად კი, საპროექტო ორგანიზაცია 129 000 ლარს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ