ქუთაისში, სააღდგომოდ სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტი არ იმოძრავებს

655

პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ქუთაისის მერია სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტს არ გამოყოფს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წინა წლებში მერია ორი დღის განმვლობაში მოსახლეობას ტრანსპორტით უფასო მომსახურბას სთავაზობდა.

30 მარტიდან მას შემდეგ, რაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა არც საქალაქთაშორის ტრანსპორტი და არც შიდა საქალაქო ტრანსპორტი მუშაობს.

წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 19 აპრილს აღინიშნება.

საქართველოს მთავრობამ  “კოვიდ 19” –ის  გავრცელების რისკის შემცირების მიზნით 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ 30 მარტს, საყოველთაო კარანტინი. რაც გარეკვეულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს ითვალისწინებს ნახეთ აქ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.