კასპშიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები 70 ლარის ღირებულების სააღდგომო პაკეტს მიიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამსახურის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, აღნიშნულ პაკეტს 366 ოჯახი მიიღებს.
სამსახურის უფროსის, დალი დავითაშვილის ცნობით, სიები მერიას დევნილთა სამინისტროდან მიაწოდეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 600 ლარი გამოიყო.
პაკეტში შედის:
1. პასკა – 1 კგ
2. კვერცხი – 30ც
3. ქათამი – 2 კგ
4. ზეთი – 5 ლიტრი
5. შაქარი – 5 კგ
6. შოკოლადის კანფეტი – 1 კგ