სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

486

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება.

თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

მათი ცნობით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული. დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.