წინა სტატია
შემდეგი სტატია
გორის ავტოსადგურთან მდებარე ბაზრის დახლები, მოვაჭრეებს დღეს დილით დაშლილი დახვდათ. ინფორმაციას რადიო თრიალეთი ავრცელებს.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, რკინის კონსტრუქციები, რომელიც გუშინ კომენდანტის საათის პირობებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაშალეს, მათ საკუთრებას წარმოადგენდა.
მოვაჭრეების განცხადებით, გორის მერიამ მათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აგვიტოს თვემდე მისცა, თუმცა, რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება მოვაჭრეებისთვის უცნობია.
მოვაჭრეების თქმით, გორის მერიამ საგანგებო მდგომარეობით, კომენდანტის საათით ისარგებლა და...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეს 1 200 პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის შესაძლებლობაა. მისივე თქმით, როდესაც ერთ ჯერზე აღნიშნული რაოდენობის პაციენტი დაფიქსირდება, მომდევნო პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის პრობლემა შეექმენებათ. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატები არ არის.
„უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე.
„ჩვენ გვაყვს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ მინდა განვმარტო,...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განაახლდა 0.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, ამჟამად ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებისა და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი მიმდინარეობს.
„აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 250 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯივიპი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, აპრილის ბოლოს შეასრულებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური...
შემდეგი სტატია
გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას.
„აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი...
კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთავში, გვიან ღამით, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარებით წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე დამუშავდა ტროტუარები და ცენტრალური გზიდან უბნებში შემავალი გზის მონაკვეთები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე და ისეთი ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.
სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიიღო, პროცესს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 16 აპრილს იმ აპლიკაციის პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაცია სრულად იცავს პიროვნების პერსონალურ მონაცემებს და აუმჯობესებს Covid19-ით ინფიცირებული კონტაქტების ამოცნობის ხარისხს
„ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მასობრივი სკრინინგის აუცილებლობის არეალი გაიზარდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმ ოთხი სოფლის პარალელურად, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გამოკვლევები დაიწყება სოფელ ოჩხამურსა და ქალაქ ქობულეთშიც.
ამ დროისთვის, კარანტინში მყოფ ოთხ სოფელში გამოკვლეულია 7 800-ზე მეტი პირი. საყურადღებოა 27 შემთხვევა, მათგან უკვე გამოკვლეულია 15 პირი, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. გაგრძელდება დანარჩენების კვლევაც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში,...
სოლიდარობის ფონდმა PL-მა კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები, მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები და შესაწამლი აპარატები გადასცა.
როგორც სიღნაღის მერიაში განმარტავენ, აღჭურვილობა შესაბამის სამსახურებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გადაეცემათ.
მათივე ცნობით, სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1321761554684262&id=157323441128085&__xts__=68.ARDDv049O_ZJ3Y6kTIDhG4qTBFhc_4TOyyEofWBfdg-oAt2QPcOJV2UjQMpd-hPciLhe3IVuhdsU-9_O7Ch47RXIv2FrgHjccHKW2dF-4AsOrr7_D90hjFR7B9ffC9hBmzjZoRnkV9rIUui2MwiUgc6qmMcurzX54Xzsd1j09wSMpNTVJU97mAHsF7dhn0zGHSZioss-avLZHlf3FWMK_EInDUXuSMZNs-X6in21Am6SZoNl2T_7w06kuBdvT4sRIIOEsNIQwiBztRjlzrd8-TPJ0WS6sqdslhFXyf0W9ENCdijOKl9FQs044r2rK-ExqPFGVAuBZqSpSteF4KXeWmVqky5_em21-KdW6iIVbqJUDNfv-4k9wowvt87Fn95Nfb4JoZ9Lv66MSEOgLAsuv-tXcOgaLFlGDC3pK9AHVOYYglwiXWHLmvlSkkw5HB2dAlD5sJTUA5SFcNxqtIWX&__tn__=-R
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი,...
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მხარის რწმუნებულთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად კარანტინის ზონაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში იმყოფებოდა.
სოფელში მცხოვრებელ ყველა ოჯახს დეპუტატისგან სასურსათო ნობათი გადაეცა.
რეგიონის ხელმძღვანელები მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. აგრეთვე გაეცნენ თერმოსკრინინგის შედეგებს. გუბერნატორის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„ლენტეხში არც სასურსათო პროდუქტების და არც მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს და...
ის ადამიანები, ვინც არიან რეგისტრირებული ქუთაისში, შეძლებენ შემოვლას ამ ათი დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს და ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეძლებენ ნებისმიერ დღეს დატოვონ ქალაქი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
„გამონაკლისები არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში განთავსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოდიან აქ სამუშაოდ. არ იზღუდება არც საქალაქთაშორისო, არც სატრანზიტო...
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მატების გამო, ახალციხის ბაზარი არ გაიხსნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ბაზარი აღდგომასაც დაკეტილი იქნება. მისივე თქმით, სავაჭრო ცნტრ „ახალციხეში“ ხალხი სავაჭროდ, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან, ეს კი საფრთხის შემცველია.
„ამ დროისათვის მოგეხსენებათ, რომ შევდივართ პიკში, მატებაა შემთვევების. მიგვაჩნია რომ ეს შეიძლება გახდეს დამატებითი საფრთხის შემცველი, ამიტომ თავს ვიკავებთ. ახალციხეს არ აქვს...
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასაფლაოების დაკეტვას რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში გეგმავენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოზე გასვლა სოციალური დისტანციის დაცვით მოუწევთ. ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
19 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. მოსახლეობის ნაწილი საფლავებზე, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლად, კვირას, ნაწილი კი ორშაბათს გადის.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში მუნიციპალური სასაფლაოების დროებით...
ბათუმში ორი ძირითადი საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმოქმედებს – ჩაქვის გვირაბთან და ასევე მთიანი აჭარის მიმართულებით მახოს ხიდთან, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც ჩაქვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.
მისი თქმით, ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ ექნება.
„იქნება ორი ძირითადი ბლოკ-პოსტი. ერთი ახლა სადაც ვიმყოფებით და მეორე მახოს ხიდთან. ეს პრაქტიკულად ემთხვევა ბათუმის სამართლებრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს და...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მშენებლობა ხორციელდებოდა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ასეთ პრობლემებს შორისაა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის...
რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, შესაძლოა, უკვე არსებულ ბლოკ-პოსტებს კიდევ რამდენიმე დაემატოს, რათა რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი სრულად მოხდეს. მისივე თქმით, ქალაქში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ რუსთავში რეგისტრირებულ პირებს, ასევე, ქალაქიდან გასვლის უფლება ექნებათ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქებს.
„დღეიდან ყველას, ვინც რუსთავში შემოვა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. პირველი, რაც მინდა ხმამაღლა ვთქვა და ამას ყველა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































