სოლიდარობის ფონდმა PL-მა კოვიდ-19 – ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები, მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები და შესაწამლი აპარატები გადასცა.
როგორც სიღნაღის მერიაში განმარტავენ, აღჭურვილობა შესაბამის სამსახურებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გადაეცემათ.
მათივე ცნობით, სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1321761554684262&id=157323441128085&__xts__[0]=68.ARDDv049O_ZJ3Y6kTIDhG4qTBFhc_4TOyyEofWBfdg-oAt2QPcOJV2UjQMpd-hPciLhe3IVuhdsU-9_O7Ch47RXIv2FrgHjccHKW2dF-4AsOrr7_D90hjFR7B9ffC9hBmzjZoRnkV9rIUui2MwiUgc6qmMcurzX54Xzsd1j09wSMpNTVJU97mAHsF7dhn0zGHSZioss-avLZHlf3FWMK_EInDUXuSMZNs-X6in21Am6SZoNl2T_7w06kuBdvT4sRIIOEsNIQwiBztRjlzrd8-TPJ0WS6sqdslhFXyf0W9ENCdijOKl9FQs044r2rK-ExqPFGVAuBZqSpSteF4KXeWmVqky5_em21-KdW6iIVbqJUDNfv-4k9wowvt87Fn95Nfb4JoZ9Lv66MSEOgLAsuv-tXcOgaLFlGDC3pK9AHVOYYglwiXWHLmvlSkkw5HB2dAlD5sJTUA5SFcNxqtIWX&__tn__=-R
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.