GWP გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

591

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განაახლდა 0.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, ამჟამად ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებისა და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი მიმდინარეობს.

„აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 250 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯივიპი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, აპრილის ბოლოს შეასრულებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.