წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების ინიციატივა განახორციელა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევით არის განპირობებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას მოხმარდება. „აჭარის მთავრობის დავალებით საკარანტინე სივრცეების მართვას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 6 აპრილიდან ახორციელებს. საკარანტინე ზონებისთვის ამ ეტაპზე 5...
დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 700-მდე აღსაზრდელს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, აპრილის თვის საკვები პროდუქტები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და...
დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება, გაუფორმებენ თუ არა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულებებს. „სამუშაოები ზოგადად ყველა მიმართულებით შეფერხებულია, გაჩერებული არ არის, გრძელდება, მაგრამ არა იმ ტემპით და მასშტაბებით, რაც პანდემიამდე იყო. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ ისეთივე ტემპით...
თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული ე.წ. თეთრიწყაროს ექთნის კლასტერს უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა. თეთრიწყაროში საეჭვო კონტაქტებიდან, გუშინ სულ 170 სინჯი იქნა აღებული. ამ ეტაპზე გამოკვლეული 27-დან მხოლოდ ერთის პასუხია დადებითი კოვიდ-19-ზე, დანარჩენი კვლევის პასუხები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. "გუშინ ეპიდემიოლოგებმა, დაახლოებით, 170 ადამიანის ანალიზი აიღეს და დღეს გვექნება პასუხები. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები იყვნენ...
საქართველოს წითელმა ჯვარმა თბილისის მერიას 1500 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და თბილისის მერია 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სასურსათო და ჰიგიენული ამანათების დარიგებას კვლავ განგრძობენ. „გრძელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სასურსათო და ჰიგიენული ამანათების დარიგება. დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისის...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია და ვაგონების შესყიდვა დაგეგმილია. როგორც კახა კალაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია. „რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურულ პროექტებს, ხედავთ ყველა იმ პროექტის განხორციელების დროს, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ და ქუჩების განახლებას ვაწარმოებთ, ველობილიკები ყველგან გათვალისწინებულია, როგორც ეს განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებშია. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც შესაბამისი ბაზა აქვს. როგორც კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს ასეთ შემთხვევაში ცნობის სახით, მაგალითად ძიძამ. ამასთან, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლების ბაზა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები დახმარებით ისარგებლებენ. „თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების პროცესში მუნიციპალიტეტი ვერ ჩაერთვება. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო...
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა. თბილისის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. „გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირი შესაბამისი...
კახა კალაძის განცხადებით, COVID 19-ის პრევენციის მიზნით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს. კალაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინის გამოშვებამდე მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევს. „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა,...
საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, დღეიდან თბილისში მცხოვრებლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას სპეციალური საშვებით შეძლებენ. ეს შესაძლებელი მხოლოდ დილის 06:00-დან 08:00-საათამდე, საღამოს, კი 18:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ნებადართული. სპეციალურ საშვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. მოქალაქეებმა, ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე, ნებართვის მისაღები ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21...
დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. იგივე რეისით ჩამოფრინდა, დამატებით ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. ამის შესახებ სტატიას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სოფელ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“. მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობენ. კონკურსი დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADჩ) ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია...
დღეიდან მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. დაპირისპირება აჭარის საგანგებო ბიუჯეტი საკითხის განხილვას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მმართველი გუნდის დეპუტატებს განუცხადა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეკითხვები აქვს და ის სხდომას უნდა ესწრებოდეს. "დღეს რატომ არ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე? კითხვებზე პასუხები არის გასაცემი, რათა მოსახლეობამ მოისმინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. საკითხს გაგებით არ ეკიდებით, უცნობია...
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ფულადი კომპენსაციის აღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ აღებული და შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ისინი 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. როგორც ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა პრეზენტაციის დროს აღნიშნა, კომპენსაცია შეეხება ყველას, ვინც სამსახური დაკარგა, უხელფასო შვებულებაშია გასული ან ხელფასს აღარ უხდიან. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კომპენსაციის გაცემისთვის, დამსაქმებელმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ