ჯანდაცვის სამინისტრო იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელება ავიცილოთ სატრანსპორტო სექტორისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის ასეთია:
პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
➤მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
➤ ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
➤ აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის...
სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, უცხოელებისთვის მიწების გასხვისების ნაწილში პოლიტიკის შერბილება მოგვიწიოს.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქარათველოს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის 90%-ზე მეტს 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოუდგენელია.
„ჩვენი მიდგომა ამ ნაწილში არ შეცვლილა,...
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, აგროწარმოებისთვის ახალი საბანკო შეღავათები დაწესდა. ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ საკრედიტო ინსტრუმენტით ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა. 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებია განსაზღვრული ამ პროექტის ფარგლებში, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ეს არის უფასო ფული და მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. აღსანიშნია ისიც,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი. როგორც მინისტრმა განმარტა, საერთაშორისო ტენდენციის და სეზონის გათვალისწინებით სურსათის ფასების შემცირების მოლოდინი აქვს.
„დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე...
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერები აგროწარმოებისთვის 50-პროცენტიან გრანტს მიიღებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით აღნიშნული დახმარება ყველა ფერმერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.
50-პროცენტიანი თანადაფინანსება არაუმეტეს 50 ათას ლარს შეეხება:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას;
ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობას ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციას;
ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვას/მონტაჟს.
ამასთან, სოფლის მეურნეობის თქმით, პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში არსებული შეღავათების გარდა შესაძლებელი იქნება...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო განხორციელდება, უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე სკოლების მშენებლობისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებშიც, ყველგან დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები და უსაფრთხოების ნორმები", - განაცხადა მუნიციპალიტეტი მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
გზებზე ბეტონის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს თერჯოლაში, გოფანმთის ეკლესიასთან მისასვლელი გზისა და სოფელ რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, ასევე მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებსა და კომპანიების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაზე მიიღო დეტალური ინფორმაცია.
„თერჯოლაში გოფანმთის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფასის ზრდა დააზღვია ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია.
შეკითხვაზე - რამდენად ეფექტიანია 9 სასურსათო პროდუქტის საკურსო სხვაობის დაზღვევისთვის გამოყოფილი 10 მილიონ ლარიანი სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განაცხადა, რომ ფასის დაფიქსირება სასურსათო პროდუქტებზე ვერ მოხდებოდა.
„არასდროს არ იყო საუბარი, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით, ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას...
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება.
ამასთან, მერის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ მოხდა გამზირზე არსებული ჭების მოასფალტება.
„მინდა, ზოგიერთ ტელევიზიას ვთხოვო, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, რომ ინფორმაციას ცალმხრივად ნუ...
გორის მუნიციპალიტეტში 82 მძღოლი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ემსახურებოდა, შემოსავლის გარეშე დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების ინსტრუქციის მიხედვით, დახმარების მისაღებად მძღოლებს, რომლებიც სკოლებს და ბაღებს ემსახურებოდნენ, ცნობა იმ კომპანიამ უნდა მისცეს, რომელსაც ეს მძღოლები წარმოადგენენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ისინი არ წარმოადგენენ კომპანიას, ცნობა მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ელზა მიქელაძის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები იმისთვის, რომ მთავრობის დახმარება მიიღონ.
„ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში, ეს არის ჰექტარზე 200 ლარის შეღავათი და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ. ასევე, ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ...
ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი გრძელდება წლის ბოლომდე და ფერმერებს შეუძლიათ ამ დრომდე მოახდინონ მიწის რეგისტრაცია.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა,...
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.
მისი თქმით, ფერმერები, რომლებიც „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ფლობენ, დამარების მისაღებად ამ ბარათს გამოიყენებენ, ხოლო ის, ვინც რეგისტრირებული მიწას ფლობს, თუმცა აღნიშნული ბანკის ბარათით არ სარგებლობს, ბანკი შესაბამის ბარათს ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის.
„ჩვენ გვქონდა ამის პილოტი, როდესაც დონორებისგან მივიღეთ გარკვეული თანხები, როდესაც სეტყვით დაზარალებული ფერმერები გვყავდა. იყო კრიტიკული სიტუაცია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1700 ლარამდე შეადგენს.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, დახმარებას 200 000 ოჯახი მიიღებს, თუმცა მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ფერმები დაარეგისტრირებს მიწას და უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება პროგრამაში.
„პირდაპირ დახმარებას, რომელსაც ფერმერი იღებს, აგრობარათის, აგროდიზელის, სამელიორაციო გადასახადის შეღავათით თუ საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების კუთხით,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3 - წლიანი გახდება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 3 - წლიანი დაზღვევა საშუალებას მისცემს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის მიმართოს.
„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან - წლამდე საქართველოში ეს კომპონენტი...
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, პროგრამა საყოველთაოა და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მისი ინფორმაციით, აგროწარმოების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ტექნიკის შეძენის, სასათბურე მეურნეობის მოწყობის და საირიგაციო სარწყავი სისტემების თანადაფინანსება.
„ეს პროექტი არ არის რეგიონების ჭრილში შეზღუდული, არ არის კულტურების ჭრილში შეზღუდული, ეს უფრო მეტად საყოველთაოა და ფაქტობრივად,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































