თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო

538

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს თერჯოლაში, გოფანმთის ეკლესიასთან მისასვლელი გზისა და სოფელ რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, ასევე მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებსა და კომპანიების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაზე მიიღო დეტალური ინფორმაცია.

„თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის პროექტი 2 კილომეტრიანი მონაკვეთის არმირებული ბეტონის საფარითა და გზის საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 650 000 ლარის მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” შეასრულებს. ასევე გარდამავალი პროექტი დაიწყო რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1, 5 კმ-იან მონაკვეთს მოაწყობს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით, რაზეც საერთო ჯამში 639 438 ლარი დაიხარჯება. ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.