ჯანდაცვის სამინისტრო იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელება ავიცილოთ სატრანსპორტო სექტორისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის ასეთია:
პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
➤მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
➤ ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
➤ აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
➤ მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულსისხლძარღვთა დაავადებები,რებული ზოგადი რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის.
დამსაქმებლის ვალდებულებები:
➤ სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
➤ მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას; COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის განსაზღვრული;
➤ ყველა თანამშრომელსა და დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში;
➤ თანამშრომლებისთვის უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
➤ დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე;
➤ დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მათი სწორად გამოყენება;
➤ თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;
➤ პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;
➤ გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ;
➤ თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;
➤ პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;
➤ გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ;
➤ უზრუნველყოს დასაქმებულებისა და მგზავრებისთვის გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება;
➤ უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
➤ მოაწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;
➤ შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ და ტრეინინგები ჩაუტაროს თანამშრომლებს აღნიშნულის განხოციელებაში.
დასაქმებულთა ვალდებულებები ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
➤ დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
➤ სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
➤ სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
➤ სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;
➤ საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით;
➤ გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას;
➤ დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
➤დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი მოათავსეთ ურნაში;
➤ მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.