წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 2 364 299 ლარის ღირებულების 5 პროექტი დაუფინანსდა

755

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 364 299 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

კერძოდ, სოფელ ჩუნეშში ნ. ლორქიფანიძის სახლ–მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას 568 723, სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას (მე-2 ეტაპი) 472 281, სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში გზის ბეტონის საფარით მოწყობას 478 477, სოფელ ფარცხანაყანევში რეხის ტყის უბანში გზის კეთილმოწყობას კი რეგფონდიდან 301 728 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ქალაქ წყალტუბოში გურამიშვილის ქ.№2, დედა-ენის ქ.№1, ბესიკის ქ.№8 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზის, ასევე, სოფელ ოფურჩხეთში (აბაზაძეების უბანში) და სოფელ ხომულში (დუქნისწყაროს უბანში) გზების რეაბილიტაცია 543 090 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 488 736 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურისქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.