მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხადგვერდში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
"ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წყალსადენის ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელ მუხადგვერდში მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი“ ასრულებს, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირებას მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახდენს", - განმარტავენ მცხეთის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი...
ტყიბულის შესასვლელში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი, ტყვარჩელის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი კორპუსის (N24, N26, N 32, N 34) ფასადის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 736 162 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ფასადების რეაბილიტაციას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა „ბარსონბილდსი“ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
"პარალელურად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სარდაფებში...
შემდეგი სტატია
ავტორი: რუსა მაჩაიძე
ვასილ გველესიანი ზესტაფონის მერი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ გახდა. ის პირველად იკავებს საჯარო სამსახურში თანამდებობას და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.
2021 წლის დეკემბრის ბოლოს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის არის თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე, 110 კვ.მ ბინის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2005 წელს 33 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. გარდა ამისა, 2014...
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაგვანთაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა", - განმარტავენ...
ოზურგეთის სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, - ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ეს ისტორიული შენობა, რომელიც საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია - უკვე წლებია საჭიროებდა აღდგენას და განახლებას.
ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახლად აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
მოქალაქეების სახელით 5 წლის წინ შეტანილ სარჩელზე, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კანონდარღვევით გაუქმებას ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს და ხელისუფლების ქმედებაში ვერანაირ კანონდარღვევებს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია. მოქალაქეები ითხოვენ, რომ...
ქობულეთის მერიის პროგრამის "ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების" ფარგლებში 5 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. თითო პროექტის დაფინანსებული თანხა 3 000 ლარს შეადგენს. მერიის ბიუჯეტიდან ჯამში 15 000 ლარი გამოიყო.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ინტელექტულური თამაშები, როგორც დებატები, ასევე, სამაგიდო თამაშები, მიუსაფარი ძაღლებისა და მტრედების მოვლა-პატრონობა.
„ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საშუალება გვეძლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში...
დაბა ქედის მოსახლეობას დღეიდან ელექტრომიკროავტობუსი მოემსახურება. როგორც მერიაში განმარტავენ საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს.
"ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე, უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას", - ამბობენ მერიაში.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ...
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში, საპილოტე ტერიტორიაზე საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე მუშაობა დაიწყო.
„საპილოტე ტერიტორიაზე დავიწყებთ პარკირების სისტემის მდგრად განვითარებას, რაც გულისხმობს დაგეგმვისა და აღსრულების ოპტიმალური მექანიზმის დანერგვას“ - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა პროექტის - „პარკინგის მართვის კვლევა ბათუმის საპილოტე ტერიტორიაზე“ ფარგლებში.
მისივე თქით, მერიამ ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო.
"ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ...
ბათუმის მერიის „პერსონალური ასისტენტის“ პროგრამა საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"პროგრამა გასულ წელს ჩაეშვა, რომლის ფარგლებშიც 10-ზე მეტი პერსონალური ასისტენტი გადამზადდა, ხოლო სერვისის მიწოდება მაისიდან დაიწყება", - აცხადებენ მერიაში.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, პერსონალური ასისტენტის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სათანადო დახმარებას გაუწევს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში.
მისივე თქმით, პროგრამა სრულად პასუხობს...
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს.
მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით.
კანონპროექტის განხილვამდე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დედაენის დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოქალაქეებს.
„დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - დედაენის...
დაბა ახალდაბაში რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოეწყო კიბე, აივანი და დეკორატიული ხის მოაჯირი. ასევე განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, სრულად განახლდა მინი საკონცერტო დარბაზი.
კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 232145 ლარით დაფინანსდა.ახალდაბის კულტურის ცენტრში განთავსებულია მერის წარმომადგენლის ოფისი, ბიბლიოთეკა, სამუსიკო სკოლა და კულტურის...
აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით მის კვლევასა და გზამკვლევად გამოცემას გეგმავს.
მათი ინფორმაციით, კვლევისას აქცენტი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან, საზოგადოებრივ-საოჯახო და სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე გაკეთდება.
„აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით,...
მარტვილის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კომპლექტების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან 6 მაგიდისა და 24 ჩოგნის შესასყიდად 9 960 ლარი გამოიყო.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, საჩოგბურთო მაგიდები ნახევრად ღია სივრცეში დაიდგმევა.
ტენდერში წინადადებების მიღება 16-დან 18 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიაში განსახილველად ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე საფასურის გაუქმების განკარგულების პროექტი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
როგორც კალანდია წერს, აღნიშნული ინიციატივით მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას ასრულებენ, რადგან, როგორც ის ამბობს, ადგილობრივებს სურთ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული ერთადერთი მწვანე სივრცით სარგებლობა თავისუფალი იყოს.
ზუგდიდის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































