დაბა ახალდაბაში რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოეწყო კიბე, აივანი და დეკორატიული ხის მოაჯირი. ასევე განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, სრულად განახლდა მინი საკონცერტო დარბაზი.
კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 232145 ლარით დაფინანსდა.ახალდაბის კულტურის ცენტრში განთავსებულია მერის წარმომადგენლის ოფისი, ბიბლიოთეკა, სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი.
როგორც ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა აღნიშნა, ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა.
„მოგეხსენებათ, აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლებსა და დაბებში კულტურის სახლის განახლება. ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა. ახლად რეაბილიტირებული ცენტრი მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.