დაბა ქედის მოსახლეობას დღეიდან ელექტრომიკროავტობუსი მოემსახურება

395

დაბა ქედის მოსახლეობას დღეიდან ელექტრომიკროავტობუსი მოემსახურება. როგორც მერიაში განმარტავენ საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს.

“ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე, უზრუნველყოფს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ელექტრომიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით იქნა შეძენილი.

ელექტრომიკროავტობუსი მართვაში შპს “ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გადაეცა.