მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხადგვერდში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
“ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წყალსადენის ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელ მუხადგვერდში მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი“ ასრულებს, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირებას მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახდენს”, – განმარტავენ მცხეთის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება კი 470 000 ლარს აღემატება.