ოზურგეთის სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

688

ოზურგეთის სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ეს ისტორიული შენობა, რომელიც საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია – უკვე წლებია საჭიროებდა აღდგენას და განახლებას.

ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა”, – განმარტავენ მერიაში.