ტყიბულში მრავალსართულიანი სახლების ფასადებს აწესრიგებენ

371

ტყიბულის შესასვლელში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი, ტყვარჩელის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი კორპუსის (N24, N26, N 32, N 34) ფასადის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 736 162 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ფასადების რეაბილიტაციას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა „ბარსონბილდსი“ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

“პარალელურად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სარდაფებში წყლის დაგროვების პრობლემის მოგვარებისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება”, – ამბობენ მერიაში.