მარტვილის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კომპლექტების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან 6 მაგიდისა და 24 ჩოგნის შესასყიდად 9 960 ლარი გამოიყო.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, საჩოგბურთო მაგიდები ნახევრად ღია სივრცეში დაიდგმევა.
ტენდერში წინადადებების მიღება 16-დან 18 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.