ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაგვანთაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.