ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ისტორიის ერთ მხარეს დგას, მმართველი გუნდი კი ხალხის ოპოზიციაა.
“გონს იქნებ მოეგოთ, უკან ხელმძღვანლეობა დგახართ, რობოკოპებს ამოფარებულები. ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ, ეს იქნება დემოკრტიული აზვირთებული ტალღა, რომელიც წაგლეკავთ იმიტომ, რომ რეჟიმები წაილეკებიან ხოლმე ხალხის მიერ, დემოკრტიული ტალღის მიერ. დაფიქრდით და იცოდეთ, რომ თქვენი შვილებიც, ოჯახებიც გვიყურებენ და არ იძალადოთ. ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკით, ვერც გომელაური და ვერავინ ვერ გიშველით. რობოკოპის ოჯახის წევრები გვიყურებენ ახლა და ნამდვილად, არ არიან ამაყები. ოლიგარქის პირადი მცველები არიან, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს. რას ვაპირებთ და რასაც ხალხი ხედავს და იცის, რომ მოხდა, ის რომ მათი ნება არ აღსრულდა და ამ ნების აღსრულებისთვის ვიბრძვით და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა. როგორ გეკადრება ივანიშვილო, მეტი საქმე არ აქვს ერს, რომ შენი კობახიძე, მდინარაძე და ვიღაცები, რომელსაც ალაპარაკებ, იმას რისიც თავადაც არ სჭერათ, იმიტომ რომ უბრალოდ ფულს უხდი და რეჟიმის მორჩილებად აქციე, ამაყი წელში გამართული ერი რობოკოპს არ უშინდება და უკან არ იხევს, იმიტომ რომ თქვენ ხალხის ოპოზიცია ხალხთ. აქ პარტიები არაფერ შუაშია. აქ ხალხია ისტორიის ერთ მხარეს.
გვაფრთხილებენ კიდევ გამოვიყენებთ წყლის ჭავლსო, დაგვასველებენ, ფიზიკურად გაგვისწორდებიან და სახლში წავალთ და აღარ შევიკრიბებით და კობახიძეს და ივანიშვილს უჩა მამაჩაშვილითურთ ვაბოგინებთ? ეს არ იქნება ჩვენი შვილების საქართველო. ყველაფერს აკეთებ ივანიშვილო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ. თავისუფლებას გვინადგურებ. ცუდად იცნობ ერს. წახვალ ივანიშვილო და თუ არ წახვალ გაგიშვებთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.