მელია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკება ხვალისთვის შესთავაზა – მომიტინგეები ცესკოსკენ ინაცვლებენ

442

წინა სტატია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება.

მელია ამბობს, რომ ხალხი დღეს არის შეკრებილი და მოლაპარაკება უნდა შედგეს დღესვე. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ წავიდნენ ცესკოს შენობასთან და “კომენდანტის” საათი დაუწესონ, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.

მელია ამბობს, რომ ცესკოს შენობაში ვერავინ ვეღარ შევა და გამოვა. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა, რომლითაც უნდა იარონ. უახლოესი დღეები გადაწყვეტს ქვეყნის 10-წლიან მომავალს.

მომიტინგეები ამ წუთებში ელბაქიძის დაღმართით ცესკოსკენ დაიძვრებიან.

როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.