მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტზე მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობა ნოემბრიდან დაიწყებს. მარნეულის მერია საკრებულოს პირველადი ბიუჯეტის ვარიანტს გაუგზავნის, საკრებულო იმსჯელებს ბიუჯეტის პროექტზე და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში კვალვ მერიას გადაუგზავნის. ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს შეუძლია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც სოციალურ პროგრამებში თანხების გაზრდას ითვალისწინებს.
„შემუშავებული გვაქვს ინიციატივა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბენეფიციარებისთვის რომლებიც განიცდიან სოციალურ სიდუხჭირეს. ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლება ყოველ წელს საჯარო მოხელეებს უზრდის ხელფასებს და მომავალ წელსაც კვლავ აპირებენ ხელფასების მატებას, ამსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაანონსა კიდეც. სწორედ ამიტომ რომ ყველაფერი გაძვირებულია, ადამიანებს გაურთულდათ ცხოვრება ამ დროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეჭირვებულ ოჯახებზე ზრუნვა, რათა მათ გააჩნდეთ ის მინიმალური საშუალება რომ იბრძოლონ სიცოცხლის გადასარჩენად, ამ საკითხთან დაკავშირებით შევიმუშავეთ პროექტი რომელსაც პირველ ეტაპზე წერილობოთ გავაცნობთ მერიას რათა შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს შესაბამისი თანხები“. – აცხადებს ფრაქცია „ენმ“-ს თავმჯდომარე ლაშა ქველაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მერია და საკრბეულო „ენმ“-ს ინიციატივას დააიგნორებს გამოჩნდება, რომ ხელისუფლება ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას იღებენ შიმშილით სიკვდილისათვის წირავს.
გთავაზობთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას:
1. ხანდაზმულები ადამიანები -დადგენილია 200 ლარიანი დახმარება , დაემატოს 100 ლარი და გახდეს 300 ლარიანი სერვისი. ერთჯერადად.
2. შშმ და სოციალურად დაუცველი ვეტერნები – ამჟამინდელ 200 ლარიან სერვის დაემატოს 200 ლარი და გახდეს 400 ლარი. ერთჯერადად.
3. ყველა ვეტერანს განურჩევლად სტატუსისა ( ბიუჯეტში ამჟამად არაა საერთოდ გათვალისწინებული და უნდა დაემატოს) მუნიციპალიტეტის მაშტაბით ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 ლარით. ერთჯერადად.
4. სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი – ამჟამინდელი პაკეტი შეადგენს 200 ლარს – დაემატოს 200 ლარი და გახდეს 400 ლარი. ერთჯერადად.
5. ყველა მარტოხელა მშობელი
( განურჩევლად სოც სტატუსისა რომელიც არაა გათვალისწიმებული ამჟამინდელ ბიუჯეტის პაკეტში და უნდა დაემატოს) დახმარება განისაზღვროს 300 ლარით დახმარება. ერთჯერადად
6.სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ დახმარებას – 200 ლარს, დაემატოს 200 ლარი და განისაზღვროს 400 ლარით. ასევე მრავალ შვილიან ოჯახებს რომელთაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამჟამინდელ ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული მათი დახმარება დაემატოს ბიუჯეტში და განისაზღვროს დამხარება 300 ლარით. ერთჯერადად.
7. სოციალურად დაუცველი სამშვილიანი ოჯახები რომელთა დახმარება არაა გათვალისწინებული ბიუჯეტში დღეის მდგომარეობით დაემატოს და განისაზღვროს 300 ლარით. ერთჯერადად.
8. ობოლ ბავშვებზე დახმარება რომელიც ამჟამინდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 ლარიანი შემდეგი წლის ბიუჯეტში განისაზღვროს დამხარება 300 ლარით. ყოველთვე.
9. სოციალურად დაუცველები
0 – 15 0000 ქულა, ამჟამინდელ ბიუჯეტში განსაზღვრულია 200 ლარიანი დახმარება და შემდეგი წლის ბიუჯეტში განისაზღვროს 400 ლარით. ერთჯერადად.
10. უსინათლო და სმენადაქვეითებულებს – 50 ლარიანი პაკეტი გაიზარდოს 100 ლარით და განისაზღვროს 150 ლარით. ყოველთვე
11. სტუდენტებს რომელთა ოჯახიც არის სოც დაუცველი, ობოლი ან ვეტერანის შვილი დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ დახმარება ერთჯერადი 500 ლარით , ამას დაემატოს კიდევ 500 და განისაზღვროს 1000 ლარით დახმარება. აგრეთვე იმ ოჯახებეს რომელთაც ჰყავთ ერთზე მეტი სტუდენტი დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია დახმარება მხოლოდ 500 ლარით , შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს 500 ლარიანი დახმარებით თითოეულ სტუდენტზე ოჯახში განურჩევლად სოციალური სტატუსისა.
ამჟამინდელ ბიუჯეტში დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ ბაკალავრიატზე სწავლის დახმარება 1000 ლარით 90 ქულის ზევით, შემდეგი წლის ბიუჯეტში შევიდეს ცვლილება და დახმარება განისაზღვროს სამაგისტრო: შემდეგი ქულებით:
81- 90 ქულამდე – 800 ლარი.
91 95 ქულამდე – 1000 ლარი.
95 ქულიდან ზემოთ – 1500 ლარი.
ბაკალავრიატი:
85 ქულის ზემოთ 500 ლარით.
დოქტურანტურა:
85 ქულის ზემოთ 500 ლარით.
აგრეთვე მშობლების მხრიდან გამოითქვა პრობლემა რომ ზოგიერთი სტუდენტს ლექციები უმთავრდება საღამოს 9 საათზე და იძულებული არიან ტაქსით იმგზრონ მარნეულამდე , რაც იწვევს დამატებით ხარჯებს რომელიც საკმაოდ რთულია მათი ოჯახებისთვის , ვინაიდან ვერ ახერხებენ ბინის ქირაობას, ითხოვენ დაინიშნოს ერთი ტრანსპორტი რომელიც უზრუნველყოფს საღამო საათებში
( 21:00 დან 22:00 საათამდე) სტუდენტების ტრანსპორტირებას მარნეულში. ხოლო დანარჩენ სტუდენტებს რომლებიც ფინანსდებიან გზის ხარჯით 50 ლარიანი პაკეტით გაიზარდოს 100 ლარამდე ყოველთვე.