ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტს აცხადებენ

424

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ “ქართულ ოცნება” მიხეილ სააკაშვილს კლავს.

„დღეს ამ ქვეყანაში “ქართული ოცნება” დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას, უფრო მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრებთან ჯდომა, ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ერთადერთი გზა ევროპულ მომავალზე გადის, თავისუფლებსა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და “ქართულ ოცნებასთან” ყოფნას, ერთი მიზეზის გამო, ისინი საქართველოში საქართველოს კლავენ, კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ეს ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.