თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა –  საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ

299

თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ.

“ნაციონალური მოძრაობის” და “ლელოს” დეპუტატები ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რის საფუძველზე არ აძლევენ მათ მერიის შენობაში შესვლისა უფლებას. მათივე თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უკანონო დავალებას ასრულებენ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ერთ საათზე მეტია ითხოვენ. მათ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან კითხვების დასმა სურთ.