“ქუჩას რომ სახელი შეეცვალოს, პუტინი დაგვბომბავსო” – ხაშურში მოსკოვის ქუჩა ისევ რჩება

563

ხაშურში მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ჰგონია, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ომი მოჰყვება, – ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა პაპუაშვილმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათმა პარტიამ ამ ქუჩის მაცხოვრებლები პირადად გამოკითხა.

“ამ ქუჩის მცხოვრებლებიც გამოვკითხეთ და მხოლოდ ერთი ოჯახი აღმოჩდა, ვისაც არ უნდოდა, რომ ქუჩას სახელი შეცვლოდა. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ასეთი პასუხი გაგვცა, ჩვენ რომ ახლა ამ ქუჩას სახელი შევუცვალოთ, პუტინი პირველ ბომბებს ამ ქუჩაზე ჩამოყრისო”, – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა ოჯახის თანხმობის გარეშე, მათ ქუჩისთვის სახელისშეცვლის შესახებ საკუთარი ინიციტივა ვეღარ დაარესგიტრირეს.

ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა იყო, ხაშურში მოსკოვის ქუჩას სახელი შეცვლოდა და მას თავისუფლების და ანწუხელიძის სახელი მინიჭებოდა.