“მთავარი არხის” ჟურნალისტი: ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა

647

წინა სტატია

ყველაფერი ჩვენი სამართალდამცავების წინ მოხდა – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში თავს დაესნნენ და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მწვავე ტკივილი აქვს თავსი არეში. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

“ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა” – ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

მასთან “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვრამია ჩავიდა, რომელიც ამ წუთებში საავამდყოფოში ჟურნალისტთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ამ წუთებში სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.