მარნეულის მერია 65 600-ლარიანი საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს

836

მარნეულის მიუნიციპალიტეტი 2023 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას მერია 65 600 ლარად გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,

ახალი ხელოვნური ნაძვის ხის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

  • ზომა: არანაკლებ 15 მეტრი
  • დიამეტრი: არანაკლებ 7.5 მეტრი
  • რკინის კარკასით
  • სადა მწვანე
  • ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 600 ცალი
  • კარკასზე დასამაგრებელი ტოტი

ნაძვვის ხის შესყიდვის ტენდერი მერიამ 18 ნოემბრერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 26-28 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება, მერიას ახალი წლის მთავარი ატრიბუტი მონტაჟის და შემდგომი დემონტაჟის პირობით ჩააბაროს.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში ახალი ნაძვის ხე ბოლოს 2019 წელს იყიდეს.