მარნეულის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

396

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად 25 227 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი 25 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 5 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას საკანცელარიო ნივთები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.