ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების მისვლას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

319

ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებლმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები და საკრებულოს წევრები მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.