მარნეულის მუნიცპალიტეტის 2145 აღსაზრდელს ორი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
გამოცემის ცნობით, ერთჯერადად გაცებული 60 დღის პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
ორცხობილა – 500 გრამი, ბრინჯი – 500 გრამი, მაკარონი – 1 კგ, შაქარი – 1კგ, ზეთი – 1 ლიტრი, კარაქი – 400 გრამი, შესქელებული რძე – 3 ქილა, კარტოფილი – 5 კგ, სტაფილო – 1 კგ, ხახვი – 500 გრამი, ხილის წვენი – 4 ლიტრი, კვერცხი – 10 ცალი.
რადიო „მარნეული“ სამი შვილის დედას ელაპარაკა, რომელმაც აღნიშნული პროდუქტები რამდენიმე დღის წინ ორ შვილზე მიიღო. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ პირად საუბარში აღნიშნა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს თუ რამენი ხანი შეიძლება ეყოს აღნიშნული პროდუქტები, თუმცა მბობს, რომ ბაგა-ბაღების მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობელია.
ზაურ ქარამოვის თქმით, ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის მათ 130 000 ლარი გამოჰყვეს. თუ რამდენი თანხა დაიხარჯა კონკრეტულად და თითო ბავშვის სასურსათო კალათის ღირებულება რამდნ ლარს შეადგენს, როგორც ქარამოვი ამბობს, ამას სავარაუდოდ, თვის ბოლოს, ანგარიშის ჩაბარების შემდეგ გაასაჯაროებენ.
სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.