გორის მერია საბავშვო ბაღებში გაზმომარაგების მოსაწყობად 27 400 ლარს დახარჯავს

271

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშო ბაღების გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისთვის, გორის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს “სოკარ ჯორჯია გაზს”, რისთვისაც 24 699 ლარს გადაუხდის.

დოკუმენტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჩაატაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 დეკემბერიდან 2023 წლის 31 იანვრამდეა ძალაში.