საკმარისია თუ არა ბავშვების სიყვარული იმისთვის, რომ იყო კარგი აღმზრდელი? – ეპიზოდი 14

102

ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტთან, მაია ნასრაშვილთან ერთად ვსაუბრობთ სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის შესახებ და საბავშვო ბაღებში არსებულ გამოწვევებზე: როგორ მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი, არის თუ არა ბავშვის განვითარებისთვის ყველა პირობა შექმნილი და ერთვებიან თუ არა მშობლები სააღმზრდელო პროცესში, რა პრობლემების წინაშე დგანან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოში და რამდენად მოქმედებს პოლიტიკა აღმზრდელთა საქმიანობაზე.