“ქართული ოცნების“ გუნდს ქუთაისიდან „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნეს. პოლიტიკური პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას “სირცხვილის“ ჩამოსაწმენდად „სელპაკები“ სჭირდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცლებს.
გოგი წულაიამ პერფორმანსს “საქართველოს ფოსტასთან“ გამართა და შემდეგ ამანათი გაგზავნა:
“ქართულ ოცნებას“ გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული და იმდეჯერ მოქცეულა სამარცხვინოდ, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად „სელპაკები“ და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია რაც ხდება, სირცხვილია. ხელისუფლება ცდილობს, მოსწმინდოს შეცდომები ბიძინა ივანიშვილს და ეს რომ უმტკივნეულოდ მოხდეს გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინები”, -განაცხადა გოგი წულაიამ.
მამანდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
პარასკევს “ევროპულმა საქართველომ” სიმბოლურად ბოქლომების დადების აქცია რეგიონებში, მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზეც გამართა და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.
გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.