სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

881

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად, აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.