დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

747

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა, 20 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის დახმარებას სთავაზობს ადამიანებს, რომელთა უფლებებიც ირღვევა. თუ რის საფუძველზე სთავაზობს მოქალაქეებს დახმრებას ამის გასარკვევად მასთან “რადიო მარნეულმა” სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. როგორც აბაზოვი ამბობს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან ამა თუ იმ საკითხზე რომელ უწყებას უნდა მიმართონ.

“დახმარებაში ის ვიგულისხმე, რომ თუ კი მოსახლეობის მიმართ არაკანონიერი ან რაღაცა კორუფციული შეთავაზება იქნება, უბრალოდ მე ვურჩევდი მათ, თუ რომელ სტრუქტურას უნდა მიმართონ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მომმართავენ და რჩევას ვაძლევ ჩემი პრაქტიკიდა, გამოცდილებიდან გამომდინარე თუ რომელ სტრუქტურას შეუძლიათ მიმართონ“.

Əziz dostlar! Son vaxtlar mənə problemləri olan insanlar çox yazır və onlara qarşı qeyri-qanuni işlər aparıldığını…

Posted by Temur Abazov on შაბათი, 19 ოქტომბერი, 2019

 

“ძვრფასო მეგობრებო! ბოლო დროს ის ადმიანები მწერენ, რომლებსაც პრობლემები აქვთ და მათთვის გაკეთებულ არაკანონიერ საქმეებზე საუბრობენ. თქვენი დახმარება მსიამოვნებს . თუ ვინმე არაკანონიერად გექცევათ, მე მომწერეთ. კანონის ფარგლებში მზად ვარ ყველას დავეხმარო. ყველამ კანონის ფარგლებში უნდა იმუშაოს და ქართულ ოცნებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. თუ ვინმე წინააღმდეგია, მობრძნადეს და მე მითხრას. მე, როგორც მოქალაქე, ახლაც და ამის შემდეგაც ვიქნები თქვენს სამსახურში. კარგად მიცნობთ და იცით , რომ მიყვარხართ. იცოდეთ, რომ თქვენი დახმარება ჩემთვის სასიამოვნოა და ასე იქნება მომავალში.“ – წერია თემურ აბაზოვის პოსტში, რომელიც აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზეა ნათარგმნი.

თუ რატომ გააკეთა აქცენტი აბაზოვმა იმაზე, რომ “ყველამ კანონოს ფარგლებში უნდა იმუშაოს და ქართულ ოცნებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს“ ამაზე “რადიო მარნეულთან” აცხადებს:

“თუნდაც მსგავსი მოქმედება მმართველი პარტიის მხრიდან რომც იყოს, დავეხმარები. იმიტომ, რომ თუ კი ხდება რამე არაკანონიერება, ჩათვალეთ, რომ ქართულ ოცნებას „ურტყავენ“. შეიძლება ხალხში იყოს იმის განცდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვინმე დაუშვათ, საჯარო მოხელე, არაკანონიერად მუშაობს“.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა. თემურ აბაზოვს მარნეულის მერის თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა.

14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. აბოზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება 13 თებერვალს ოფიციალურად შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.