აქვს თუ არა კავშირი მარნეულის მერს მოქალაქეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან (ვიდეო)

1194

მოქალაქეს, რომელმაც აქციაზე ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ელჩინ ა-მ, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე, “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ კი, მას ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესასწავლად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტები ელჩინა ა-სთან მარნეულში ჩავიდნენ, თუმცა, სახლთან მყოფმა პოლიციელებმა მასთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს და ის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცზე ძალადობა, შესაძლოა, მარნეულის მერს უკავშირდებოდეს, თუმცა, თავად აბაზოვი სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებთან საუბრისას ამას უარყოფს. ის ამბობს, რომ მან არც ვიდეოს შესახებ იცის რამე და არც ძალადობის შესაძლო მსხვერპლს იცნობს. აბაზოვმა არც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ნახვა ისურვა.

დღეს საღამოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144მუხლით დაიწყო, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

გარდა ამისა, „რეგინფოს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც განუცხადეს, რომ 2018 წლის 11 ივნისს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

“რეგინფო”, ასევე, წერს, რომ მას ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე წყარომ კი „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს მარნეულის მერის დავალებით და ამ პროცესებში ის თავადაც მონაწილეობდა.