მარნეულში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

426

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი დაახლოებით ერთი თვეა, რაც განახლდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

პროექტი ოთხ ეტაპად ჩატარდება. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და რეზერვუარები. დამატებით მოეწყობა წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კოპმანიის დირექტორის მოადგილის გუგა კაკაბაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, არის ადგილები, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათ შორის არის სოფელი წერეთელი.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად სოფელ საბირქენდში მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს, დასრულების თარიღად 2024 წელია განსაზღვრული.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის აფინანსებს და მისი ღირებულება 135 მილიონ ლარზე მეტია.

აღსანიშანავია, რომ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 200-მდე მაცხოვრებელს, სასმელი წყლის 24 საათის განმავლობაში მიწოდებას დაჰპირდნენ. პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები. პროექტი კომპანია “Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.