მარნეულის სოფელ კიროვკის სკოლას დემონტაჟი ჩაუტარდება

340

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლას დემონტაჟი ჩაუტარდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

რადენიმე თვეა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ სასწავლო პროცესი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეაჩერა და სწავლებას მეზობელ სოფელში დამიაგეურარხში აგრძელებს.

როგორც რადიო მარნეულს ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ალი გახრამანოვმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი ავარიული სკოლაა, რომლებიც რემონტს აღარ ექვემდებარებიან და ახლის აშენებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კიროვკას საჯარო სკოლაში დაბზარული კედლებისა და ნახევრად დაშლილი იატაკის ფონზე, რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელი იყო.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა და რამდენი ლარი დაიხარჯება.