ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 22 პროექტი 9 478 271 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას 422 959, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციას და წყალსაწრეტი არხის მოწყობას 1 351 330, საბავშვო მოედნების მოწყობას 160 ათასი, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობას 252 581, ხოლო ურბანული ფურნიტურის შესყიდვას 126 ათასი ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების მოწყობისთვის 95 ათასი, ჭითაწყარში (ონარიის დასახლებაში) დევნილთა საცხოვრებელის სახელების სახურავების რეაბილიტაციისთვის კი 80 750 ლარი გამოიყო.
გზის რეაბილიტაციისთვის ბაღმარანში 950 ათასი, ნარაზენში (საბეჭვაიოს უბანი 2200მ, საკოდუს უბანი) 475 ათასი, ჩხოუშში 475 ათასი, ზედაეწერში 380 ათასი, რუხში (საავადმყოფომდე მისასვლელი ესართიას ქუჩა) 524 901, ჭკადუაშში (მესამე ეტაპი) 270 750,
რუხში (ზ. თოდუას ქუჩა) 475 ათასი, გრიგოლიშში (გრიგოლიშის ცენტრიდან ყულიშკარის საავტომობილო გზამდე) 237 500, ჭითაწყარში 285 ათასი, ხოლო აბასთუმანში (მესამე ეტაპი) რეგფონდიდან 855 ათასი ლარი დაიხარჯება.
ასევე, რეგფონდიდან ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე გზის რეაბილიტაციას 365 750, ნარაზენი შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების, დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას (ნარაზენის ნაწილი) 475 ათასი, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე), საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 570 ათასი,
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ურთისა და აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 380 ათასი,
ხოლო ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 270 750 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 9 877 658 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან აბაშის, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.