ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 3 107 500 ლარის ღირებულების 9 პროექტი დაუფინანსდა

848

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 9 პროექტი 3 107 500 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობას 500 ათასი, ლექვარცხეს უბანში გზის ასფალტირებას 300 ათასი, მშვიდობის ქუჩის ასფალტირებას 300 ათასი, ზოია გრიგოლიას ქუჩის ასფალტირებას 80 ათასი, ხოლო ყაზბეგის ქუჩიდან ლესელიძეს ქუჩამდე გარახა–ნაკიანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის ასფალტირებას 220 ათასი ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა/რეაბილიტაციისთვის სოფელ ნაფიჩხოვოში 446 500 ლარი, ხოლო სოფელ ლეწურწუმეში (საპერტაიოს უბანი) 361 ათასი ლარი დაიხარჯება.

ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათების მოწყობისათვის (ლედ სანათების შეძენა) რეგფონდიდან 200 ათასი ლარი გამოიყო,

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას სოფელ ლესიჭინეში (N1, N2, ოჩხომურის უბანი, რუსთაველის უბანი), სოფელ ნაფიჩხოვოში (N1),  სოფელ მუხურში (N1, ლეგახარეს უბანი N2), სოფელ ხაბუმეში ( N1), სოფელი ახუთში (N2), სოფელი კირცხში (სარაქონის უბანი) და სოფელი ჭოღაში (მეორე ჭორის უბანი) 700 ათასი ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 150 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშის, მესტიის, ხობის, წალენჯიხისმარტვილის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.