ფოთს რეგფონდიდან 7 პროექტი 5 212 285 ლარით დაუფინანსდა

1020

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ფოთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 5 212 285 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას 800 ათასი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რემონტს 700 ათასი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას (გათბობის სისტემის მოწყობა) 237 500 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩებისა და კოსტავას ქუჩის ნაწილის ტროტუარების კეთილმოწყობისთვის 371 260, მდინარე კაპარჭის გაწმენდისა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენისთვის 1 425 000, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 859 582, ხოლო ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობისთის 818 943 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 482 670 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშის, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.