მარტვილის მუნიციპალიტეტს 7 პროექტი 3 770 000 ლარით დაუფინანსდა

891

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მარტვილის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 3 770 000 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

კერძოდ, გზის ბეტონის საფარით მოწყობა ქალაქ მარტვილში (ნალეფსაოს უბანში) 427 500, 9 აპრილის ქუჩიდან სოფელ ხუნწის მიმართულებით 229 886, ქალაქ მარტვილისა და სოფელ ნახუნაოს მიმართულებით (მეორე ეტაპი) 360 914 ლარით დაფინანსდა.

ამავე ფონდიდან სოფელ დოშაყესა და სოფელ დიდიჭყონის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო (მეორე ეტაპი) 613 700, სოფელი ინჩხური, დიდი ინჩხურის უბანში ს/გზისა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო 475 ათასი, სოფელი ბანძა ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 893 ათასი ლარით, ხოლო სოფელი აბედათის გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 770 ათასი ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 968 431 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშის, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.