აბაშის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 3 224 745 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ აბაშის ცენტრში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობას 539 829, ტროტუარების მოწყობის 731 125, აკაკის მე-5 შესახვევში გზის ასფალტირებას 97 000, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეკეთება/რეკონსტრუქციას კი 654 797 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის, ადმინისტრაციულ შენობებში რემონტისა და ქალაქ აბაშაში კვათანის უბანში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოები 278 812 ლარით დაფინანსდა.
ხოლო სოფელ მარანში, რკინიგზის გასწვრივ, საჯარო სკოლის გავლით, შიდა გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობისთვის ფონდიდან 923 182 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.