მარნეულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 439 544 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ მარნეულში მონუმენტური ძეგლის “კიდევაც დაიზრდებიანის” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას (II ეტაპი) 241 720, სოფელ I ქესალოში მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს კი 1 170 000 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, სასმელი წყლის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებისთვის სოფელ სადახლოში 394 535, ხოლო სოფელ აღმამედლოში 213 289 ლარი გამოიყო.
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ულაშლოში შიდა ქსელისა და რეზერვუარის მოწყობა 420 000 ლარით დაფინანსდა.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 552 099 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.