ბოლნისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 12 პროექტი 4 894 975 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე (N11-დან N26-მდე) ქვაფენილის მოწყობას 432 725, თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას 204 250, აღმაშენებლის ქუჩის N29-ში მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას 456 000, იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობას კი 237 500 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან, ქალაქ ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ძველ არქივთან მდებარე და დაბა კაზრეთში კულტურისა და დასვენების პარკთან არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის 90 000 ლარი დაიხარჯება.
დაბა კაზრეთში ლიფტების რეაბილიტაცია – 1 387 000 ლარით, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – 90 000, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებლების (N9/2; 12/11; 12/12) სახურავების რეაბილიტაცია 250 000 ლარით დაფინანსდა.
ასევე, ფონდიდა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის სოფელ ნაბიდურში, დარბაზში და ჭაპალში 332 500 -332 500 ლარი გამოიყო. სოფელ ბალიჭში კი სანიაღვრე ქსელისა და ნაწილობრივ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 750 000 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 191 041 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.