თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს 7 პროექტი 3 428 652 ლარით დაუფინანსდა

953

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 3 428 652 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ თეთრიწყაროში გზების რეაბილიტაციისთვის გურამიშვილის ქუჩაზე  268 674, წმ. ნინოს ქუჩაზე 176 402, აბანოს ქუჩაზე 48 392 ლარი დაიხარჯება. ხოლო ჭავჭავაძის ჩიხის საავტომობილო გზის მოწყობას 150 261 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სოფელ ვაშლოვანის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 1 225 173, სოფელ შავსაყდარში მისასვლელი გზის მოწყობისთვის 859 750, დაბა მანგლისში თამარ მეფიქ ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი 700 000 ლარი დაიხარჯება,

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 700 198 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, ბოლნისისდმანისის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.